aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პუტინი ბანდიტია!” – ჯო ბაიდენი კონგრესმენებს პუტინთან დაპირისპირებისკენ მოუწოდებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “ბანდიტი” უწოდა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მან კონგრესმენებს მოუწოდა, რომ პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია.

“ძალიან მადლობელი ვარ ირლანდიის ურყევი ჰუმანიტარული დახმარებისთვის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ღაზის სექტორისთვის. ვალდებული ვარ გავაგრძელო ჩვენს ნაწილში პასუხისმგებლობის შესრულება. დარწმუნებული ვარ, ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა შეასრულოს თავისი ნაწილი და გააგრძელოს ამ ოთახში ყველა წევრის მოწოდება, იმოქმედონ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგ. ის ბანდიტია,” – თქვა ბაიდენმა.

იტვირთბა....