რუსული მედიის ინფორმაციით, დამკვირვებელთა ჯგუფში პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ორგანიზაცია “სოლიდარობა მშვიდობისთვის” თავმჯდომარე მიხეილ ჟღენტი, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო ცენტრის დოქტორი თემურ მაისურაძე და ანალიტიკური ცენტრის – “ექსპრეს პლიუსის” წარმომადგენელი, ვასო კაპანაძე არიან. როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსულ სამთავრობო მედიასთან ამბობს, საპრეზიდენტო არჩევნები “მშვიდ გარემოში” მიმდინარეობს.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი პროცესი დაკავებებისა და არეულობის ფონზე მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინი, რომელიც რუსეთს 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას კიდევ ექვსი წლით გეგმავს.