“ნუ, დაზოგავ ბიუჯეტს დაუცველი ბავშვების ხარჯზე!” – მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სარეაბილიტაციო პროგრამის გაუმჯობესებას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, მასში ხარვეზებია და სრულყოფილი არ არის.
შშმ ბავშვთა მშობლები ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. 15 მარტს, ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორი უნდა იყოს შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, თუმცა მშობლებმა კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.
იტვირთბა....