იუსტიციის უმაღლესი საბჭო მამუკა ახვლედიანს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ახვლედიანი საკუთარ ბრალდებებში გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
ისინი ასევე აცხადებენ, რომ ახვლედიანს მორგებული აქვს მსხვერპლის როლი და მას შემდეგ, რაც საბჭომ ის თანამდებობიდან გადააყენ,ა ახდენს საბჭოს და სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების განზრახ დისკრედიტაციას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, რომ მამუკა ახვლედიანი არაჯეროვნად ასრულებს მის სამოსამართლო საქმიანობასაც.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემას ტოვებს. ახვლედიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას აპირებს, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე იქნება ორიენტირებული.