აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა მათ ტერიტორიას 389 დრონით შეუტიეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 389 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის, სმოლენსკის, კალუგის, კურსკის, ტვერის, ორიოლის, ბელგოროდის, ტულის, ფსკოვის, ნოვგოროდის, ვოლოგდას, ლენინგრადის, მოსკოვისა და ყირიმის ტერიტორიებზე 389 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი მოიგერიეს და გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იტვირთბა....