საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, ირანის პრეზიდენტს მასუდ პეზეშკიანს ესაუბრა და ირანს სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
მაკრონის თქმით, მან ასევე ხაზი გაუსვა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენის და ენერგეტიკისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის შენარჩუნების მნიშვნელობას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა განცხადა, რომ ირანს მოუწოდა, „კეთილი ნებით“ ჩაერთოს მოლაპარაკებებში და დასძინა, რომ ეს „გახსნის გზას დეესკალაციისკენ“.
ემანუელ მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგსაც ესაუბრა. ჰერცოგის ოფისის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ოპერაციის გაგრძელების მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ირანმა ვერასდროს შეძლოს ბირთვული იარაღის მოპოვება და ასევე, განადგურდეს მისი სარაკეტო შესაძლებლობები.

