აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დანიის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მეტე ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო

დანიის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოციალ-დემოკრატებმა ხმათა 21,9% აიღეს, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა.

რაც შეეხება მმართველ კოალიციას, რომელშიც ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატებთან ერთად არიან მემარჯვენე-ლიბერალური პარტია „ვენსტრე“ და ლიბერალური პარტია „ზომიერები“, ბლოკმა საერთო ჯამში 84 მანდატი მოიპოვა. როგორც „ბიბისი“ წერს, კოალიციის შენარჩუნება ეჭვქვეშ დგას.

„ვწუხვარ, რომ მეტი ხმა ვერ მივიღეთ. მეც უკეთესი შედეგის იმედი მქონდა“, – განუცხადა ფრედერიკსენმა მხარდაჭერებს.

დანიის პარლამენტი 179 ადგილით დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანოა, რომელშიც უმრავლესობის მოსაპოვებლად 90 მანდატია საჭირო.

იტვირთბა....