ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ“ – საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას დღეს 77 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, 2 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა.

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ასე უპასუხა ტყვედ ჩავარდნილმა გურამ გაბესკირიამ „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“

გურამ გაბესკირია დაიბადა 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიკოსის სპეციალობით, თუმცა თავი გამოიჩინა როგორც ფეხბურთელმა. 1960-იანი წლების ბოლოს თამაშობდა სოხუმის „დინამოში“, მოგვიანებით კი თავისი კარიერა გააგრძელა სტავროპოლში, მინსკსა და კისლოვოდსკში, ბოლოს კი — თბილისის „ცსკა“-ში. 1972 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. იმავე წლიდან იგი გახდა რესპუბლიკური დონის, 1974 წელს კი — საკავშირო დონის ფეხბურთის მსაჯი. 1973 წელს იგი მიიწვიეს ლანჩხუთის „გურიის“ ოსტატ ფეხბურთელთა გუნდში.

1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს –აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი.

იტვირთბა....