„ქართული ოცნების“ წევრი, ბეჟან წაქაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო რეფორმაზე ვეტოს დადების საკითხს გამოეხმაურა.
„არ არის გამორცხული, რომ საბოტაჟს ემსახურებოდეს. ერთია ოპოზიცია აქ, ერთი “ნაციონალური მოძრაობა” გაშლილი ცალ-ცალკე. დაემატა პლიუს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი არის ნული. ერთს ნული, ისევ “ნაციონალური მოძრაობაა”. კი, ჩვენი არჩეულია, მაგრამ ხანდახან შვილი არ გამოდგება და პრეზიდენტი რომ არ გამოგადგეს, რა გავაკეთოთ“, – თქვა წაქაძემ.