ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ… ჯერ ქართული სულიერება გადაარჩინა ქველმოქმედებით და შემდეგ ეს ქვეყანა ფიზიკურად“ – მდინარაძე ივანიშვილზე

„მესმის ამდენი კითხვა ბიძინა ივანიშვილზე, ადამიანზე, რომელმაც ჯერ ქართული სულიერება თავისი მიზანმიმართული ქველმოქმედებით გადაარჩინა და შემდეგ ფიზიკურად გადაარჩინა ეს ქვეყანა, ამ კაცის წინააღმდეგ ასეთი გაშმაგებული კამპანია გასაგებია და ქვეყნის გამყიდველებისაგან იმ ადამიანზე შეტევა, რომელმაც მაგალითი დადო და ამას ათწლეულების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ დარწმუნებული ვარ, როგორ არ იყიდება ქვეყანა ამის პრეცედენტი და მაგალითი დადო, შესაბამისად მათი ისტერია გასაგებია ვინც მას უტევს განსაკუთრებულად”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მას შემდეგ რაც „ლელო” ხელისუფლებაში მოვა, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში აუცილებლად წავა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას არაფრად არ მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც თვეში 2000 დოლარად ყოველდღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას.

„არ უნდა დაგვავიწყდეს ეს არის ადამიანი, რომელმაც თავის დროზე 2012 წლამდე, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ებრძოდა სულიერებას, ებრძოდა ყველაფერს ქართულს, კულტურას, ქველმოქმედება განახორციელა ზუსტად ამ მიმართულებით, რომ გადაერჩინა ქართული სულიერება, აშენებდა ეკლესიებს, აშენებდა თეატრებს, კულტურის სხვადასხვა წარმომადგენლებს ეხმარებოდა, ამ მიმართულებით ეწეოდა ქველმოქმედებას და მეორე მხრივ, 2012 წლის შემდეგ დღემდე ჩვენ ყველამ ერთად ისე მოვიტანეთ მისი ხელმძღვანელობით ეს სიტუაცია, რომ უკვე ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ არა მისი ხელისუფლებაში მოსვლა 2012 წლიდან და შემდგომ განვითარებული მოვლენები დღეს საქართველოში იქნებოდა ომი, უბედურება და შეიძლება ფიზიკური განადგურების ძალიან რეალური საფრთხის წინაშე ვყოფილიყავით და მაგალითი აჩვენა იმისა, როგორ არ იყიდება ქვეყანა და ამაზე სხვათა შორის სპეკულაციურად ისე ლაპარაკობენ და 2 მილიარდს საერთოდ არაფრად არ მიიჩნევენ ის ადამიანები, რომლებიც თვეში 2000 დოლარად ყოველდღე ყიდიან საკუთარ ქვეყანას და ამას შემთხვევით არ ვამბობ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

იტვირთბა....