დღეს „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ვარდოსანიძის, სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ცოტა ხნის წინ, ის დააკავეს.
ამასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი მისმა მამამ გააკეთა.
„ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში დარწმუნებული ვარ […] არაფერი ჩაუდენია. უნდათ, რომ ბექა გააჩუმონ. ის პატიოსანი, პატრიოტი ბიჭია. დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, რა იქნება […] ეს საქმე ვიღაცამ შეუთხზა, შეუკერა“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, სპეცოპერაცია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.