ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბექა ვარდოსანიძე დააკავეს

ულტრამემარჯვენე და ძალადობრივ „ალტ-ინფოსთან“ აფილირებული ბლოგერი ვექა ვარდოსანიძე დააკავეს. მისი ადვოკატის , სერგი ხურციძიც განცხადებით, ვარდოსანიძე დაკავებულია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ბრალდებით [სსკ-ის 331-ე მუხლი].

„ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში წამყვანის განცხადებით, ვარდოსანიძის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და წაიღეს „მთელი აპარატურა და ტექნიკა“; იგი ახლა მოდულის შენობაშია, და „სავარაუდოდ, [წინასწარ] პატიმრობაში უპირებენ დატოვებას“. „ეს არის პოლიტიკური რეპრესია“, – ამბობენ ისინი.

მუხლი, რომლითაც ვარდოსანიძე დააკავეს, ითვალისწინებს პატიმრობას 3-დან 6 წლამდე, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.