ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„სად ბექა ვარდოსანიძე და სად ტერორიზმი, პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია“ – ზურაბ მახარაძე

„კონსერვატორული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის, თქმით, მისი თანამებრძოლი, ბექა ვარდოსანიძე, პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია.

ვარდოსანიძის სახლში დღეს სპეცოპერაცია ჩატარდა და ის დააკავეს.

„მისმა ოჯახის წევრებმა თქვეს, რომ ბექა ვარდოსანიძის სახლში ჩხრეკაზე რომ შევიდნენ, ეკითხებიან ტერორისტულ ორგანიზაცისთან გაქვთ თუ არა კავშირი და სად ბექა ვარდოსანიძე და სად ტერორიზმი. გაიტანეს სახლიდან აპარატურა, რითაც ბლოგერულ საქმიანობას ეწეოდა და თვითონ ალბათ დაკითხვაზე გადაიყვანენ. მე ვერ წარმომიდგენი ეგეთი რაღაც, სატელეფონო ხულიგნობით… სრული იდიოტიზმია! მისი პოლიტიკური პოზიციის გამოა ეს რაც ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, ტიპაჟი ხომ გასაგებია ვარდოსანიძის, ყველამ იცის რა ტიპაჟია. ვარდოსანიძე ზედმეტ დისკომფორტს უქმნის “ოცნებას” ამ კონსერვატიულ ფლანგზე, იმიტომ, რომ ამბობს რაღაც ისეთებს, რაც არ მოსწონს პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ზურაბ მახარაძე.

იტვირთბა....