ვაზიანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი ვაზიანის ტერიტორიაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი ყვითელი სამარშრუტო ტაქსების დანიშნვას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მათთვის გახდა ცნობილი, მძღოლებთან შეხვედრას დღეს გეგმავს გარდაბნის გამგებელი.