საზოგადოება

TIME: თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერი რამ 20 საათში

„იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ კვდები. ისწავლე ისე თითქოს მუდმივად იცხოვრებ“- მაჰათმა განდი.

რომ შეგეძლოთ ნებისმიერი რამ 20 საათში ისწავლოთ, რას შეისწავლიდით?

ისწავლიდით ცეკვას? ახალ ენას? დაკვრას?

TED-ზე გამოსვლისას ჯოშ კაუფმანმა ახსნა თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ისწავლოს ნებისმიერი რამ 20 საათში.

ცნობილია, რომ 10 000 საათია საჭირო იმისთვის, რომ ადამიანი სრულყოფილად დაეუფლოს ახალ მასალას, მაგრამ თუ სწორად მიუდგება საკითხს,  20 საათი საკმარისია იმისთვის, რომ კარგად შეისწავლოს ის.

თუ 20 საათის განმავლობაში მიზანმიმართულად ფოკუსირებას მოახდენთ  შესწავლაზე, განცვიფრდებით იმით თუ რა მაგარი ხართ. ეს  შესაძლებელია თუ  20 საათს გაყოფთ დღეში 45 წუთად, რაც სწავლის ერთ თვეს გულისხმობს.

დაყავით შესასწავლი საგანი რამდენიმე ნაწილად.

თუ რაიმეს შესწავლა გსურთ, დაყავით ის რამდენიმე მცირე ნაწილად. ხშირ შემთხვევაში ახალი მასალა, რაც უნდა შევისწავლოთ, სხვადასხვა ნაწილისგან შედგება, რაც საერთო ჯამში, დიდ „შეკვრას“ გვთავაზობს.

რაც უფრო მეტ ნაწილად დაყოფთ მასალას, მით მეტად მიხვდებით ზუსტად რა ნაწილი გჭირდებათ, რომ ისწავლოთ ის, რაც გსურთ. ამის შემდეგ კი შეისწავლეთ სწორედ ეს ნაწილი. როცა შეისწავლით ყველაზე მნიშვნელოვან და საჭირო ნაწილს, გააუმჯობესებთ და შეამცირებთ  დროს მასალის მთლიანად შესწავლისთვის.

დაიწყეთ საკუთარი თავის მართვის შესწავლაც

დაიწყეთ იმის სწავლა, რაც გინდათ, რომ იცოდეთ. ამავდროულად, ყურადღება მიაქციეთ როგორ სწავლობთ. დააკვირდით ყოველდღიურად თავს და გამოიტანეთ დასკვნები-რა გიწყობთ ხელს შესწავლაში, რა გიშლით… შემდეგ კი გააგრძელეთ ეს ოდნავ განსხვავებულად. ახალი მასალის სწავლასთან ერთად, თქვენ ისწავლით საკუთარი თავის სწორად მართვას.

მოიშორეთ ყველაფერი, რაც სწავლაში ხელს გიშლით

ინტერნეტი, ტელევიზია, ყურადღების გადამტანი სხვა ბარიერები… მოიშორეთ ყველაფერი და დაიწყეთ სწავლა.

დაგჭირდებათ მცირეოდენი ნებისყოფის გამოვლინება იმის მოსაშორებლად, რაც თქვენ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ არ შეწყვიტოთ მცდელობა, ნებისყოფის გაძლიერებისა და დასახული მიზნის მიღწევისთვის.

განაგრძეთ 20-საათიანი შესწავლა

არ შეწყვიტოთ ვარჯიში. ისწავლეთ ყოველდღიურად 45 წუთი , ერთი თვის განმავლობაში. მოახდინეთ ფოკუსირება გაუმჯობესებასა და შესწავლაზე. გააერთიანეთ თვის განმავლობაში მიღებული ცოდნა.

თუ თქვენ შეძლებთ გამოყოთ 20 საათი თქვენთვის ახალი რამის შესასწავლად, თქვენ თანდათან მოიშორებთ იმ იმედგაცრუებას საკუთარი თავის მიმართ, რაც მანამდე გქონდათ.

რა თქმა უნდა, სრულყოფილი ცოდნა სხვა ეტაპია. მაგრამ კარგად ცოდნაც მნიშვნელოვანია, თუნდაც დასაწყისისთვის. განაგრძეთ სწავლა.

time

იტვირთბა....