aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ალასანიას პარტიის ვებ-გვერდი გატეხეს: საიტის ადმინისტრატორი დაკითხვაზეა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“თავისუფალი დემოკრატების” თბილისის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე კიბერ თავდასხმა მოხდა. როგორც პარტიის პრეს-სამსახურში აცხადებენ მათი გვერდი სავარაუდოდ გუშინ, გვიან ღამით გატეხეს, რადგან დღეს დილით საიტის ადმინისტრატორებმა ვეღარ განახორციელეს გვერდის მართვა.

ჰაკერებმა წაშალეს გვერდის პროფილისა და ე.წ. ქავერ ფოტოები, თუმცა დანარჩენი შინაარსი ამ ეტაპზე შენარჩუნებულია. ასევე შეცვლილია მისი სახელი და პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანია თბილისის გვერდის ნაცვლად, მას ირაკლი ეს საქართველოა დაარქვეს.

“თავისუფალმა დემოკრატებმა” უკვე მიმართეს სამართალდამცველებს და ამ დროისთვის ვებ-გვერდის ადმინისტრატორი სოფო ჯოჯუა ვაკის რაიონის ნომერ პირველ განყოფილებაში დაკითხვაზე გადაჰყავთ.

“მეტრონომმა” მოიძია ინფორმაცია, რომ ვებგვერდი არის განთავსებული ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის Digital Energy Technologies Limited კუთვნილ სერვერზე. ხოლო უშუალოდ სერვერი მდებარეობს გერმანიის ერთ-ერთ დატაცენტრში. ამჟამად ვებგვერდის მუშაობა ჰოსტინგ სევრვისის მომწოდებლის მიერ დროებით შეჩერებულია.

როგორც „მეტრონომს“ ალასანიას პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ხათუნა ლეჟავამ განუცხადა, საიტის ადმინისტრატორი სოფო ჯოჯუა დაკითხვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, “თავისუფალ დემოკრატებზე” ბოლო პერიოდში თავდასხმები გახშირდა. მათი ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს თავს ცოტა ხნის წინ დაესხნენ.

 

fd

იტვირთბა....