ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია.
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესყიდვის შესახებ ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეუთანხმდა.
ასევე, მერცის თქმით, გერმანია საკუთარი სარაკეტო სისტემების შექმნასა და განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს.
„შევთანხმდით, რომ ჩვენ ამერიკულ Tomahawk-ის ტიპის რაკეტებს შევიძენთ და გერმანიაში განვათავსებთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

