აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთის პრემიერთან შეხვედრისას მიღწეულია რამდენიმე შეთანხმება, რომელთა დეტალების გამოქვეყნება ამ ეტაპზე არ მსურს, დაველოდოთ მათ განხორციელებას” – ნიკოლ ფაშინიანი

რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს მიღწეულია რამდენიმე შეთანხმება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მას რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურთან ღია, გულწრფელი და მეგობრული საუბარი ჰქონდა.

„მიღწეულია რამდენიმე შეთანხმება, რომელთა დეტალების გამოქვეყნება ამ ეტაპზე არ მსურს. დაველოდოთ მათ განხორციელებას და შედეგებს თავად ნახავთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი და მიხაილ მიშუსტინი 6 ივლისს ეკატერინბურგში, „ინოპრომის“ საერთაშორისო სამრეწველო კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ.

იტვირთბა....