კატარის პრემიერ-მინისტრი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა, – ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კატარის პრემიერ-მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარში აშშ-სა და ირანს შორის გაზრდილი ესკალაციის საკითხი განიხილა.
აბდულრაჰმან ალ-თანიმ არაღჩის განუცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების დასაცავად დიპლომატიას უნდა მიმართონ.
ასევე, კატარის პრემიერ-მინისტრმა არაღჩისთან სატელეფონო საუბარში მიმდინარე კვირის დასაწყისში ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში კატარის ტანკერზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო.

