ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„ჩვენ უკრაინას იმედებს ვერ გავუცრუებთ. ისტორია უმკაცრესად განსჯის მას, ვინც თავისუფლების ზარს პასუხი არ გასცა“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და უკრაინის დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა.

“გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამ მასიურ დაბომბვაში გამოყენებული იყო დრონები და რაკეტები, მათ შორის ჰიპერბგერითი რაკეტები. როგორც ცნობილია, დარტყმები იყო სამშობიარო კლინიკებზე, სავაჭრო ცენტრებზე და დასახლებულ ტერიტორიებზე, რასაც უდანაშაულო ხალხი ემსხვერპლა, ათობით კი დაიჭრა. ეს მკაფიო შეხსენებაა მსოფლიოსთვის, რომ გამანადგურებელი ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგაც კი, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. მას უკრაინის მოსპობა და უკრაინელი ხალხის დამორჩილება სურს. ის უნდა შეჩერდეს.

ამ სასტიკი თავდასხმის ფონზე, უკრაინა იყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორმა ქვეყნებმა გადასცეს მას გასულ წელს, რათა წარმატებულად შეაჩეროს და გაანადგუროს რაკეტები და დრონები. ამერიკელ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ გადარჩენილი სიცოცხლეებით, რომლებისთვისაც ვიბრძოლეთ და იმ დახმარებისთვის, რომელიც უკრაინას მივეცით, რათა მას დაეცვა საკუთარი ხალხი, თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მაგრამ ვიდრე კონგრესი საგანგებო ნაბიჯს არ გადადგამს უკვე ახალ წელს, მანამდე ვერ შევძლებთ, გავაგრძელოთ უკრაინისთვის იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნა, რომელიც მას თავისი ხალხის დასაცავად სჭირდება. კონგრესი უნდა აჩქარდეს და შეყოვნების გარეშე იმოქმედოს.

ამ ბრძოლის ფსონები უკრაინის ფარგლებს სცდება. იგი გავლენას ახდენს სრულიად NATO-ზე, ევროპის უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე. პუტინს მხოლოდ უკრაინის განადგურება არ უცდია; იგი NATO-ს რამდენიმე წევრსაც დამუქრებია. როცა დიქტატორებსა და ავტოკრატებს ევროპაში უხეშად შეჭრის საშუალება ეძლევათ, მაღალია რისკი, რომ ამერიკა პირდაპირ ჩაერთვება. ამის შედეგები კი მთელს მსოფლიოს შეაზანზარებს. სწორედ ამიტომაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები აერთიანებს 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციას, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ძალებს უწევენ დახმარებას. ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმედებს ვერ გავუცრუებთ. ჩვენ უკრაინას იმედებს ვერ გავუცრუებთ. ისტორია უმკაცრესად განსჯის მას, ვინც თავისუფლების ზარს პასუხი არ გასცა- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში

იტვირთბა....