მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დონალდ ტრამპი დარჩება მიჩიგანის შტატის კენჭისყრის პროცესში. სასამართლომ პრაიმერიზის პროცესზე მის დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა და ძალაში დატოვა ქვედა პალატის გადაწყვეტილება. ტრამპს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს შტატის პრაიმერიზში, რომელიც 27 თებერვალს ჩატარდება.
მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ არ განიხილავს შტატის ოთხი ამომრჩევლის საჩივარს. სარჩელი ეყრდნობოდა კონსტიტუციის იმ დებულებას, რომელიც კრძალავს თანამდებობდა დაიკავონ ისეთმა პირებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ “აჯანყებაში”, რაშიც იგულისხმება ტრამპის მხრიდან კაპიტოლიუმის შენობაში არეულობის წაქეზება.
მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ “სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სასარჩელო საკითხი სასამართლოში უნდა იხილებოდეს“>
„მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ მკაცრად და სამართლიანად უარყო სასოწარკვეთილი დემოკრატების მცდელობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი, მე, მიჩიგანის დიდ შტატში ამოეღოთ კენჭისყრიდან“, – ასე გამოეხმაურა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპი.