ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონიდან ლონდონში ჩაფრინდა.

ხვალ, 2 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში, უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ დაგეგმილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მასპინძლობს.

იტვირთბა....