ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ერდოღანი უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს” – ნეთანიაჰუმ თურქეთის ლიდერი ქურთების გენოციდში დაადანაშაულა

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ უპასუხა თურქეთის ლიდერის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ღა­ზას სექ­ტორ­ში ის­რა­ე­ლის ქმე­დე­ბე­ბი „არ გან­სხვავ­დე­ბა” ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რის ადოლფ ჰიტ­ლე­რის ქმე­დე­ბე­ბის­გან“.

„ერ­დო­ღა­ნი, რო­მე­ლიც ქურ­თე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გე­ნო­ციდს ახორ­ცი­ე­ლებს და მისი მმარ­თვე­ლო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა­ში მსოფ­ლიო რე­კორ­დი უკა­ვია, უკა­ნას­კნე­ლია, ვინც ზნე­ო­ბას უნდა გვას­წავ­ლი­დეს…

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ზნე­ობ­რი­ვი არ­მი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სა­ზი­ზღარ და სას­ტიკ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას ებ­რძვის და ანად­გუ­რებს, „ჰა­მას“-„და­ეშს“, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნა და ერ­დო­ღა­ნი მას ადი­დებს და მის უფ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას სტუმ­რობს,” – გა­ნა­ცხა­და ნე­თა­ნი­აჰუმ.

იტვირთბა....