ჩრდილოეთ თურქეთში, კასთამონუსთან 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
როგორც ცნობილია, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:04 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 4.2 კმ. იყო.
ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.