პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები ლაგოდეხში კართუბნისა და რეაბილიტაციის პროცესში ჩართული ჭიაურის საბავშვო ბაღებს, ვარდისუბნის საჯარო სკოლასა და კოლეჯ “აისი”-ს ლაგოდეხის ფილიალს ეწვივნენ.
დეპუტატებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პერსონალს გაესაუბრნენ.
“სკოლა რომელსაც ვესტუმრეთ, არის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონში, რომელიც გამოირჩევა არა მარტო ინფრასტრუქტურით არამედ, ინოვაციური პროექტებისა და ინტერაქციული მეთოდოლოგიის დანერგვის კუთხით. აღნიშნული მოსწავლეებს აძლევს საშუალებას მიიღონ მაქსიმალური ცოდნა რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
კომიტეტის წევრებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურიამ და თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ივანე ხაჩიძემ.