საზოგადოება

ეს უნდა იცოდეთ: ინგლისელი ფსიქოლოგის კვლევა – ჩვევები, რომლებიც ოჯახს გინგრევთ

წლობით  კვლევის შემდეგ, ინგლისელმა ფსიქოლოგმა იმ წყვილთა ურთიერთობაში დაშვებული შეცდომების საერთო მოდელი შექმნა, რომლებსაც ოჯახი დაენგრათ.

ორმოცწლიანი გამოცდილების მქონე ფსიქოლოგმა, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა წყვილებთან, საერთო და მნიშვნელოვანი ფაქტორი დაინახა, რომელიც ქორწინების დანგრევას უწყობს ხელს.

ეს არის: აბუჩად აგდება.

წყვილები, რომელიც კონფლიქტის დროს, უპირატესობის დასამტკიცებლად ერთმანეთის მიმართ აბუჩად ამგდებ, ან ზიზღის შემცვლელ სიტყვებს იყენებენ, თანდათან ერთმანეთის მიმართ სიძულვილი ეწყებათ.

აბუჩად ამგდებ დამოკიდებულებად შეიძლება პასიური აგრესიაც განიხილებოდეს. მაგალითად, ფსიქოლოგის დასკვნით, როცა წყვილიდან ერთ-ერთი ამბობს, „ჩემ მშობლებთან ეს ასე ხდებოდა“, მეორე ამას იგებს, როგორც მისი მშობლების შეურაცხყოფასა და დაკნინებას. შესაბამისად, წყვილი უნდა მოერიდოს ფორმულირებას, რომელიც გულისხმობს, რომ „მას ასე ასწავლეს“, „ასე გაზარდეს“, „ასე ხდება მის სამეგობროში“ და ა.შ.

ასევე, ფსიქოლოგის თქმით, წყვილების ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ისეთი, თითქოსდა უმნიშვნელო ჟესტებიც კი, როგორიც არის „თვალების ბრიალი“ და საუბრისას ზედა ტუჩის „დამალვა“ ( ე.წ. ზიზღის გამომხატველი მანერა) .

ფსიქოლოგის რჩევით, საუბრისას წყვილმა უნდა შეძლოს და თავი „მოწინააღმდეგის“ ადგილას წარმოიდგინოს. ასე ადვილდება მეორე მხარის არგუმენტების გაგება.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში განქორწინებების რიცხვი აშკარად მატულობს, ეს რჩევები მნიშვნელოვანია.

independent

იტვირთბა....