ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს იყო დესტრუქცია“ – ხაზარაძე სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, „რეაქციაში“, სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე ისაუბრა.

„ეს იყო დესტრუქცია, იმიტომ, რომ ოპოზიცია იგებდა ადგილობრივ არჩევნებს და ჩვენ გვქონდა შარლ მიშელის დოკუმენტში ჩანაწერი, რომ თუ ოპოზიცია მოიგებდა და „ქართული ოცნება“ ვერ აიღებდა 44 პროცენტს, ინიშნებოდა რიგგარეშე არჩევნები. ნახეთ, რამხელა რაღაც მოჰყვა მის ჩამოსვლას – მოხდა პოლარიზაცია, გადანაწილდა შუა ამომრჩეველი, ან არ მოვიდა არჩევნებზე, ჩაიშალა უამრავი ადგილობრივი კოალიციების შექმნის მცდელობა. რა მივიღეთ? – ვართ ჭაობში, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა, შეთანხმებული იყო მისი ჩამოსვლა „ქართულ ოცნებასთან“, უკან რაღაც დაიგეგმა, რომელიც მან არ იცოდა, მე ამის არც გარჩევა მინდა, ფაქტი სახეზეა, ქვეყანამ დაკარგა რამდენიმე წელი წინსვლის,“ – განაცხადა ხაზარაძემ.

იტვირთბა....