ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს მოსახლეობამ რეალურად ნახა, რას ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესი“ – დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, „1 არხთან“ ინტერვიუში“ საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ ისაუბრა.

„არაერთხელ გვითქვამს და არ დავიღლებით გამეორებით, გვინდა, ხშირად უსმინონ ამას ჩვენმა ოპონენტებმა, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველომ, საქართველოს მოსახლეობამ რეალურად ნახა, რას ნიშნავს ფიზიკურად ევროინტეგრაციის პროცესი და ეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი კონსტიტუციურ ნორმადაც ვაქციეთ. შესაბამისად, ჩვენი ხელისუფლება მთლიანად ფოკუსირებულია, რომ საქართველოს ჰქონდეს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

იტვირთბა....