ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია არაკვალიფიციურ კომპანიას ანდეს და ხელშეკრულება მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ₾1.7 მლნ გადაუხადეს” – “ფლანგვის დეტექტორი“

„ფლანგვის დეტექტორის“ ცნობით, „კულტურული ძეგლის, აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია არაკვალიფიციურ კომპანიას ანდეს და ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც 1.7 მლნ ლარი გადაუხადეს“.

„აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და მერის განცხადებით 2022 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დაუსრულებელია.

რეაბილიტაციისთვის თავდაპირველად 3.2 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვადები დაარღვია და არაკვალიფიციურობა გამოიჩინა.

2023 წელს თბილისის განვითარების ფონდმა კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, თუმცა შესრულებული სამუშაოებისთვის კომპანიას ₾1.7 მილიონი გადაუხადეს.

ახალ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების განსახორციელებლად უფრო მეტს, ₾ 3.9 მილიონს მიიღებს, ანუ თავდაპირველი ფასი ₾ 3.2 მილიონი უკვე ₾ 5.6 მილიონამდეა გაზრდილი“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....