შლაკებისა და სხვა ტოქსინებისგან ორგანიზმის გაწმენდისთვის, გამოიყენეთ ხილისა და ბოსტნეულის გამოწურული წვენები.
გრეიფუტის, ლიმონისა და ფორთხოლის წვენი, როგორც ორგანიზმის გაწმენდას, ასევე გახდომას უწყობს ხელს. ამისთვის აირჩიეთ რომელიმე ციტრუსი, 1 ცალს მოაშორეთ კანი და გაწურეთ. მიიღეთ დილით, უზმოზზე. გაითვალისწინეთ, რომ მათ, ვისაც კუჭი აწუხებს, ეს წვენები არ უნდა მიიღონ. ამ შემთხვევაში ლიმონის მცირე ნაჭერს დაასხით ადუღებული წყალი და ისე მიირთვით.
ციტრუსების წვენები კლავს ყველანაირ ტოქსნის ორგანიზმში და ასევე მას ეხმარება ცხიმების დაწვაში.
რაც შეეხება ორგანიზმის გაწმენდას, თირკმელებისთვის კარგია სტაფილოს წვენი, რომელსაც დაუმატებთ მცირე რაოდენობით კოჭას დაფქვილი სახით (ნახევარი ჩაის კოვზი).
ჭარხლისა და ნიახურის ღეროების წვენი გამოწურეთ, აურიეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი და დღის განმავლობაში ორი სუფრის კოვზი მიიღეთ. ეს წვენიც ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის უებარი საშუალებაა.
„დღის შოუ“