aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე სასჯელი მკაცრდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის კოდექსში იგეგმება ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლში პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის გამიჯვნას ითვალისწინებს. ამავდროულად, კოდექსს ახალი მუხლი ემატება, რომელიც  პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფაზე მკაცრ სასჯელს განსაზღვრავს.

კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, ან გავრცელება  დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

პირადი, ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის, ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, იქნება დასჯადი თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.

აღნიშნული ქმედება ჩადენილი ანგარებით, არაერთგზის გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე.

 

პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება და გავრცელება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ამ საიდუმლოს დაცვა ევალდებოდა, ან რომელმაც აღნიშნული ქმდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე ვადით.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მომზადებული პროექტის პარლამენტში ინიცირების საკითხზე დღეს იმსჯელებს.

იტვირთბა....