„ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, არ ვაგზავნით არჩევნებზე დამკვირვებლებს, მაგრამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც შედგება ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტების წევრებისგან, აქვს შესაძლებელობა, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გამოაგზავნონ საარჩევნოდ დამკვირვებლები. თუმცა, ეს არა ნატო-ს, არამედ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტია. ეს დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ჩვენ, ნატო-ში ველოდებით, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი. ეს არის ის გზავნილი, რომელიც გადავეცით თქვენს ხელისუფლებას. ასეთი არჩევნების მოლოდინი გვაქვს საქართველოში, ისევე როგორც ყველა ჯანსაღ დემოკრატიაში”.
– ასე უპასუხა „1 არხთან“ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ კითხვას – ხომ არ გეგმავს ნატო 2024 წლის არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნას და ზოგადად როგორია მოლოდინი?