ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად” – ბორელი

რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო, ის ყოველთვის იყო იმპერია, მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“ის კვლავ მზადაა იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“ – აღნიშნა ბორელმა.

იტვირთბა....