ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ ეტაპზე ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა“ – ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ვინაიდან პაციენტი იმყოფება კლინიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა“, – განუცხადა „მთავარ არხს“ სატელეფონო საუბრისას ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, პარტიამ „საქართველოსთვის“ გუშინდელ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისაკენ მოუწოდა.

იტვირთბა....