fbpx
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ინიცირების შემდეგ: ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია კონგრესმა უნდა დაამტკიცოს

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი, ასევე ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.

“ამ მხარდამჭერი ჯგუფის მხრიდან მოხდა ინიცირება რეზოლუციის, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და ზოგადად ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების სურვილს. ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა ჩემი ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორპარტიული მხარდაჭერა აქვს საქართველოს. იმედია, ეს რეზოლუცია მხარდაჭერილი იქნება კონგრესის მიერ”, – განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ ორპარტიული რეზოლუცია შევიდა. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის დაგმობილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რეზოლუცია, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს დამტკიცდება.

სხვა ამბები

“ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ანაკლიის პროექტი შემდგარიყო”

newsadmin

გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში ადამიანების მოწამვლა, სავარაუდოდ, გაზსადენების დაზიანებამ გამოიწვია – 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

newsadmin

“ვინ წავა რუსეთთან მოსალაპარაკებლად, სალომე? დასაბმელი გიჟია”

newsadmin

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, ოჯახი გადამირჩინა”

newsadmin

“ეს იყო ნაძირლური საქციელი, რაც “გირჩმა” გააკეთა”

newsadmin

“ჩვენს ქვეყანაში აპოლიტიკურობა არის დანაშაული”

newsadmin
იტვირთბა....