საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე, პარტია „საქართველოსთვის“ გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას უკავშირდებოდა.
მისი თქმით, „ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდი „ქართულ ოცნებასთან“ სინქრონში მუშაობს“.
„საზოგადოებას არ დავიწყებია სისხლიანი 20 ივნისის აქტორები და ასევე, შეუძლებელია თავს ასაღებდე ოპოზიციურ პარტიად და ერთი მხრივ, ხელისუფლებას ბიუჯეტს უმტკიცებდე და მეორე მხრივ, ითხოვდე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის საზოგადოებისგან სრულ იზოლირებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფაქტები სამწუხაროდ, მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი გახარიას გუნდი სინქრონში მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.