პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებას ითხოვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ადვოკატის თქმით, აბდესლამი აღარ თანამშრომლობს ბელგიის პოლიციასთან და სურს, რაც შეიძლება, მალე გადასცენ საფრანგეთს.
26 წლის ტერორისტის ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.
შეგახსენებთ, აბდესლამი 18 მარტს, ბრიუსელში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მას პარიზში მომხდარი ტერაქტების ორგანიზებაში ედება ბრალი, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა.