ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინას დაფინანსება არ უნდა მიეცეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება” – ორბანი

უკრაინას დაფინანსება არ უნდა მიეცეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ეს ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

“მათ სურთ, უკრაინას ფული მიაწოდონ ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ჩვენ თუ ვერ შევთანხმდებით, მათ აქვთ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ ეს ბიუჯეტის გარეთ, მაგრამ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინის დაფინანსების საკითხის უნგრეთის თანხმობის გარეშე მოგვარების ვარიანტი არ აქვთ. 26 წევრ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, ბიუჯეტის გარეთ ერთობლივი სესხით მოაგვარონ ეს“ – განაცხადა ორბანმა.

იტვირთბა....