პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 24 პირი.
ასევე, ცხრა ადამიანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო, ხუთმა-ექვსმა საშუალო სიმძიმის ჭრილობები, ხოლო კიდევ 10-მა მსუბუქი ჭრილობები. სამაშველო სამსახურები აღნიშნავენ, რომ მონაცემები საბოლოოო არ არის და შესაძლოა ინფორმაცია შეიცვალოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.