ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო – პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

ჩეხეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქალაქ პრაღაში კარლის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებოდ, 24 – საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი:+420 777 222 053.

“საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ აღნიშნულ ნომერზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის, საელჩო აქტიურ რეჟიმში ხაზზე რჩება ჩეხეთის ყველა შესაბამის სამსახურთან” – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა. მსროლელის ლიკვიდაცია პოლიციამ მოახერხა.

იტვირთბა....