ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო.
როგორც ირკვევა, ახლომდებარე ქალაქ გრინდავიკიდან ევაკუირებულია 4 000-მდე ადამიანი.
დროებით დაიხურა ამ რაიონში მდებარე გეოთერმული წყლების კურორტი.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანი ქალაქ გრინდავიკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით სამ კილომეტრში, ამოიფრქვა 18 დეკემბერს ღამით, ადგილობრივი დროით 22:17 საათზე.