ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, განსუს პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 116 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, ჩინეთის ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდას მიაღწია.
პროვინციის დედაქალაქი ლანჯოუ ეპიცენტრიდან დაახლოებით 60 მილის დაშორებით მდებარეობს.