ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ არის“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და სიღარიბის დონეზე ისაუბრა.

„მიუხედავად ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც მთელ მსოფლიოში ხდება, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა მცირდება, ჩვენ მოვახერხეთ, რომ 10%-ზე მეტით გაგვეზარდა ჩვენი ეკონომიკა. წელს 7-%ზე მეტის გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ არის. ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა, ამ წლის მუშაობს შედეგია სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი.

საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არის მე-19 ადგილზე და უსწრებს ჩვიდმეტ ქვეყანას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან წლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოში სიღარიბის შემცირებაზე ისაუბრა.

„ბოლო 11 წლის განმავლობაში სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.

იტვირთბა....