ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ უდიდესი, ოთხი კილომეტრის სიგრძის გვირაბი იპოვეს.
გვირაბი საკმარისად ფართოა დიდი სატრანსპორტო საშუალების გასატარებლად.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, გვირაბი „ჰამასის“ სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ნაწილია და განადგურდება.