ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

პოლონეთში, სუნამოების ქურდობის ბრალდებით, 21 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში, გდანსკში სუნამოების ქურდობისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, მან 37,5 ათასი ზლოტის ( 9 479 დოლარის) ღირებულების სუნამოები მოიპარა სხვადასხვა მაღაზიებიდან ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის – გდანსკი, კრაკოვიც, კატოვიცე, ვარშავა.

პროკურორი ეჭვმიტანილის დროებით დაკავებას ითხოვს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

იტვირთბა....