ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვულოცავ საქართველოს სტატუსს, თქვენ დაიმსახურეთ ეს; თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში… ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო“ – ნაუსედა

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭბა მიულოცა.

„ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ეს. ვიცი, როგორი იყო რეაქცია და თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო…

საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეიმობთ და მე ნამდვილად ვამაყობ, რომ ვარ ევროპელი. აუცილებელი იყო ამ პოლიტიკური სიგნალის ჩვენი მეგობრებისთვის გაგზავნა, განსაკუთრებით უკრაინისთვის, რადგან ქვეყანაში ომი მიმდინარეობს. მქონდა საშუალება კომუნიკაცია მქონოდა პრეზიდენტ ზელენსკისთან, დავურეკე მას და ვუთხარი: თქვენ დაიმსახურეთ ეს გადაწყვეტილება, ბევრი ძალისხმევა გაწიეთ საჭირო რეფორმების გასატარებლად და თქვენ ამისთვის დაჯილდოვდით“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....