„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის ევროსაბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ის, რაც გუშინ შოლცმა უქნა ორბანს, არის ერთადერთი სწორი და გამართლებული გზა, თუ როგორ უნდა ელაპარაკოს დასავლეთი რუსული მოქმედების მოდუსის ავტოკრატებს. ამიტომაც დადგა წარმატებული შედეგი! არავითარი დიპლომატიური ენამოჩლექილობა, არამედ “დატოვე ოთახი”!
მადლობა კანცლერ შოლცს ამისთვის! უპირველესად კი ახალი გეოპოლიტიკური ფორმულისთვის – ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე! ❤️✌🏻“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ევროსაბჭოს გადაწყვეტლების თაანხმად, საქართველოს eu-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, უკრაინადა მოლდოვა და მოლაპარაკებების ეტაპს იწყებენ.
უკრაინის ამ წინსვლას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, კენჭისყრისას დარბაზიდან გავიდა.