ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
„ეს არის ისტორიული მომენტი ევროკავშირისთვის, როცა ის აჩვენებს სანდოობას და სიძლიერეს. გადაწყვეტილება მიღებულია, ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინისა და მოლდოვასთვის, ვანიჭებთ კანდიდატის სტატუსს საქართველოს და ბოსნია ჰერცოგოვინას. ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ამიტომ საშუალება მოგვეცა, რომ პირველივე დღეს მიგვეღო ეს გადაწყვეტილება. თუმცა სხვა გადაწყვეტილებებიც მისაღები გვაქვს, ამიტომ წინ დებატები გველოდება“, – განაცხადა მიშელმა.