ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხმაური საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით გრძელდება: მშობლებთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან 83-ე და მე-2 ბაღების მშობელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. შეხვედრამ ხმაურიანად ჩაიარა. მხარეები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე ვერ მივიდნენ.

მშობლები რამდენიმე ბაღის  დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი 25 მარტს, 2 საათზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღი  დილიდან პარალიზებულია. მუშაობა შეწყვიტეს მასწავლებლებმა, ბაღებში ბავშვების მიყვანაზე უარს ამბობენ მშობლებიც. ისინი  რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლებას აპროტესტებენ. თბილისის მერიამ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე, სხვადასხვა დარღვევების აღმოჩენის მიზეზით, რამდენიმე ბაღის დირექტორი და ადმინიტრაციული თანამშრომელი პოზიციებიდან დაითხოვეს.

იტვირთბა....