ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს” – ხაბეიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გამოხმაურა, სადაც მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის შესახებ კითხვას უპასუხა.

„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ის ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს. შესაბამისად, მისი ეს განცხადება ამ შემთხვევაში ვფიქრობ ადეკვატურია, სწორია, თუმცა ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი.

პრეზიდენტ სააკაშვილი არ უნდა ატარებდეს პოლიტიკურ ტყვეობაში ცხოვრებას, ამიტომ თუ ეს მისი მხრიდან არის შერბილებული განცხადება მივესალმები.

ჩვენთვის ძალიან მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ამისა ჩვენ მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასარგებლო არ იქნებოდა და ამიტომ მანაც, არა პირადი შეხედულებით არამედ ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება პუტინის ტყვე საპატიმროში“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ზურაბიშვილის ინტერვიუს გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....